გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა _ საქართველოს დაცული ტერიტორიები


გაკვეთილის მთავარი თემა
საქართველოს დაცული ტერიტორიები
საგანი/პედაგოგი
ისტორია/მ. მაისურაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/V კლასი 16 მოსწავლე
მოსწავლეთა პროფილი
 მოსწავლე/ განსაკუთრებული მიდგ.მოსწ.არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაეცნობიან რამდენიმე დაცულ ტერიტორიას, მათი შექმნის ისტორიას.
მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ბუნების რამდენიმე დაცულ ტერიტორიას.
·         ისინი იმისათვის შეიქმნენ, რომ იშვიათი მცენარეები, ცხოველები, ბუნების ძეგლები თუ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, დავიცვათ.
·         ეცოდინებათ, თუ რა შეიძლება ამ ტერიტორიებზე, რისი ნებართვაა დართული და რა არა.
·         იძენენ კვლევით უნარს, მსჯელობის, დაკვირვების, აზრთა გაცვლის.
·         ეუფლებიან რუკას, შეუძლიათ პრეზენტაციის მოწყობა დამოუკიდებლად მოპოვებული მასალის გამოყენებით.
წინარე ცოდნა
·         იციან ბუნებრივი რესურსები, საქართველოს რელიეფი, მდებარეობა.
·         წარმოდგენა აქვთ ნაკრძალზე, ეროვნულ პარკზე.
·         როგორ მოიძიონ მასალები, როგორ იმუშაონ წყვილებად, ინდივიდუალურად.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შედგენილი და მათთვის ცნობილი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო ,,ჩვენი საქართველო“V კლასი . მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, კ.ხარაძე.
მასწავლებლის წიგნი, დაფა, ცარცი, რუკა, თვალსაჩინო მასალები, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება.კლასის ორგანიზება-2 წთ.
მოლოდინის განსაზღვრა(გაკვეთილის Aფაზა-გამოწვევა).
ამ ეტაპზე ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან შემეცნებით ქმედებას.მ ოსწავლეევი აქტიურად იხსენებენ იმას,რაც იციან: საქართველოს მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები,რელიეფი,-5წთ.
ვასახელებ გაკვეთილის სათაურს,,საქართველოს დაცული ტერიტორიები“.ვთხოვ მათ გამოთქვან მოსაზრებები დაცული ტერიტორიების შესახებ:როგორი პარკი აქვთ ქალაქში, სოფელში,სკოლაში,რა იციან ნაკრძალის შესახებ-8 წთ.
(ამ საწყისი ქმედებით ისინი საფუძველს უყრიან ,,პიროვნულ ცოდნას“,რომელსაც მომავალში ახალ ცოდნას შეუმატებენ. სწავლის პროცესიც ხომ ახლისა და უკვე ცნობილის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ე.ი. მოსწავლეები გააქტიურდებიან,ინტერესი გაეზრდებათ.ყველა თავის აზრს გამოთქვამს).

ცოდნის კონსტრუირება-საფეხური B

დაფაზე ვწერ დაცული ტერიტორიის სახეებს: სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკს. ისინი ინდივიდუალურად ეცნობიან ტექსტის მონაკვეთს და ავსებენ შეთავაზებულ ცხრილს.

დაცული ტერიტორია
დასაშვებია
აკრძალულია


-8წთ.
I ჯგუფი-ლაგოდეხის ნაკრძალი
IIჯგუფი-ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები
III ჯგუფი-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
IV ჯგუფი-კოლხეთის ეროვნული პარკი
თითოეული ჯგუფი პასუხობს მასალაში დასმულ შეკითხვას.
გამთლიანება-რეფლექსია (C საფეხური)
შემდეგ-წარმოადგენენ საპრეზენტაციო მასალებს, რუკის გამოყენებით, ლექსიკონის დახმარებით-8წთ.
ამ საკითხებზე ვატარებ მინი ლექციას, ვამატებ მასალას ცნობის სახით,რომ მეზობელ სოფელ ნაგომარში იყო დაცული ტერიტორია ცხოველებითურთ, მაგრამ დღეისდღეობით იგი ფაქტიურად აღარაა. ვესაუბრები პალიასტომის ტბის შესახებ 3წთ.
მოსწავლეები წერილობით პასუხობენ შემაჯამებელ სავარჯიშოებს-4წთ.
პასუხების შეჯერებისათვის-3წთ.
საშინაო დავალება: მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებით მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს რომელიმე დაცული ტერიტორიის შესახებ. წარმოადგინონ ფოტომასალა. რადგანაც სამმ მოსწავლეს ხატვა შეუძლია, ვთხოვ მოამზადონ ნახატები სტენდისათვის-2 წთ.




გაკვეთილის გეგმა _ ქართლის სამეფოს გაქრისტიანება


გაკვეთილის მთავარი თემა
ქართლის სამეფოს გაქრისტიანება
საგანი/პედაგოგი
ისტორია/მანანა მაისურაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე/ განსაკუთრებული მიდგ.მოსწ.არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ლოგიკური აზროვნების და დაკვირვების უნარ-ჩვევები     
მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         დაანახოს მოსწავლეებს , რომ ჩვენი ქვეყნის წარსულში უდიდესი მოვლენა იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რომ რომელიმე ერის სარწმუნოებრივი არჩევანი მის პოლიტიკურ ბედზედაც აისახებოდა, როდესაც მაზდეანური რელიგიის მიმდევარი ირანი რომს კავკასიაში ბატონობას ეცილებოდა, საქართველოს გაქრისტიანებამ მის ბრძოლას ნიადაგი ცამოაცალა.
·         ამის გამო კი ირანმა არაერთხელ დასაჯა ჩვენი ქვეყანა.შემდგომ საუკუნეებში მტრულ გარემოცვაში მოხვედრილი ქართველი ხალხი ქრისტიანობის დაცვით საკუთარ ეროვნულ ღირსებას იცავდა.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე;
·         აცნობიერებს, რომ ქართლისათვის უფრო ხელსაყრელი იყო რომთან ურთიერთობა, რომ კონსტანტინე დიდით მთელი მსოფლიოსათვის ახალი, ქრისტიანობის გამარჯვების ეპოქა დაიწყო, რომ მეფის მიერ ახალი რწმენის აღიარება, საქვეყნო საქმე იყო.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე

·         დროის ხაზზე აღნიშნავს პერიოდებს.

წინარე ცოდნა
·         იციან სად მდებარეობდა ქართლის სამეფო, ვინ იყო მირიანი, რა ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ირანთან, რომთან...
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდება წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
VI კლასის სახელმძღვანელო ,,ჩვენი საქართველო“-მ.სურგულაძე,ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, ნ.ერემაშვილი, გ.მშვენიერაძე.
დაფა, ცარცი, ფურცლები, სურათები, მარაო (უცხო სიტყვათათვის).
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება, კლასის ორგანიზება-2წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა-5წთ.                აქტივობა 1. მინი ლექცია-10 წთ.(დამატებითი მასალა მირიანზე, ნანაზე).
გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 2 ტექსტის გაცნობა, წყაროს გაანალიზება.

დავალება-V კლასის სახელმძღვანელოში ,,ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში“-მომდევნო გაკვეთილზე წარმოსადგენად.- 10 წთ.
აქტივობა 3 ბულიტიანი სავარჯიშო.
აქტივობა 4.ცნობა I -გაცნობა, ანალიზი.
ბულიტიანი სავარჯიშო-3 წთ.
წყარო ბ-ს გაცნობა.
დამატებითი მასალები ჯვრის მონასტერზე-5 წთ.
ფაზა C რეფლექსია.
ლექსიკონზე მუშაობა- 3 წთ.
საშინაო დავალების მიცემა- 2 წთ.
გაკვეთილის შეჯამება, შეფასება-5 წთ.


გაკვეთილის გეგმა _ ისტორიული დრო


გაკვეთილის მთავარი თემა
ისტორიული დრო
საგანი/პედაგოგი
ისტორია/მ. მაისურაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე/ განსაკუთრებული მიდგ.მოსწ.არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ლოგიკური აზროვნების და დაკვირვების უნარ-ჩვევები
მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეები ისწავლიან დროის ხაზზე მუშაობას, ლოგიკური დასკვნების გამოტანას.

·         მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გამოყენების სხვადასხვა საშუალება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

·         მოსწავლე კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას.
·         მოსწავლეს შეუძლია განმარტოს და გამოიყენოს ქრონოლოგიური ერთეულები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

·         მოსწავლე დროის ხაზზე აღნიშნავს კონკრეტულ ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს.
წინარე ცოდნა
იციან,რომ საათებით და წუთებით დღე-ღამური დრო იზომება.
იციან რა არის წელთაღრიცხვა.
იციან გეოლოგიური, ისტორიული დროები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
VI კლასის სახელმძღვანელო ,,ჩვენი საქართველო“. ავტ. მ. სურგულაძე, ნ. მინდაძე, ვ. ნეიძე, ნ.ერემაშვილი, გ.მშვენიერაძე, დაფა , ცარცი, ფურცლები, ჩოგბურთის ბურთი, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება, კლასის ორგანიზება-2წთ.
                                                                              გაკვეთილისA ფაზა-გამოწვევა.

აქტივობა1.მინი ლექცია 5 წთ. 

გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება .

აქტივობა 2-სახ. მოცემული ტექსტის გაცნობა- 8 წთ.

გაკვეთლის C ფაზა-რეფლექსია.

აქტივობა 3-ვენის დიაგრამის აგება-8 წთ.

მოსწავლეთა შეფასება-2წთ.   
დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს: წელი, საუკუნე, ათასწლეული, მოსწავლეებს ვთხოვ იმსჯელონ რა იციან , რისი თქმა შეუძლიათ ამ ტერმინებთან დაკავშირებით. რა სხვაობაა თითოელს შორის. რომელი მათგანი მოიცავს დროის შედარებით მცირე და რომელი დიდ პერიოდს, რაში გვარგია  ჩვენ მათ ცოდნა.
პასუხების შემდეგ შევავსებთ დიაგრამას.

აქტივობა 4  ჩოგბურთის ბურთით თამაში.-5 წთ.
ვიღებთ მას, ვასახელებ რიცხვს მაგ. 575 და ბურთს გადავუგდებ ერთ-ერთ მოსწავლეს. თან ვთხოვ დასახელებული რიცხვის შესაბამისი საუკუნე მითხრას. ასე მივმართავ რამდენიმეს.
აქტივობა 5 შემაჯამებელი სავარჯიშოების შესრულება-15წ თ. სქემებზე მუშაობით.

აქტივობა 6 საშინაო დავალების მიცემა 2წთ.
შეფასება 3წთ.

No comments:

Post a Comment