სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: რაზე ღაღადებენ ძეგლები“?

პროექტის მთავარი თემა (იდეა): პასუხის გაცემა-რისთვის უდგამენ ადამიანს ძეგლს? როდის ხდება ეს, სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ?

პროექტის აქტუალობა:  ისტორიული კვლევის, სამართლიანობის, პატრიოტიზმის გაღვივება

პროექტის მიზნები: 1. მოგზაურობა ძეგლების სამყაროში
                                      2. მოსალოდნელი ფასეულობათა გადაფასება
                                      3.რაიონში არსებული ძეგლების , მათი ისტორიის გაცნობა
                                       4. მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა ელექტრონული პრეზენტაციის

მოსწავლეთა ასაკი: 14-15წელი

ვადების ხანგრძლივობა: 10-15 დღე

მოსალოდნელი შეგეგი: მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ..სამოქალაქო განათლების“-საგნის მიმართ, კვლევის სწორი, სამართლიანი ინტერპრეყირების განვითარება

საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი,საარქივო ფონდი, ფურცლები, სურათების გადასაღები საშუალებები

პროექტის მსვლელობა  (აქტივობები):
1. თემის შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება
                                                                     
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
                                                                     
3. სამუშაო გეგმის შეჯერება-შედგენა
                                                                      
4.ლიდერის არჩევა
                                                                      
 5.მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა ელექტრონული პრეზენტაციის
                                                                      
6.პროექტის შეფასება

საგნებთან ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი

-ისტორია

  • მოსწავლეებს შეუძლიათ მასალების მოპოვება, მოძიება, რაიონში არსებული ძეგლების ნუსხის გაკეთება, გამოკითხვის ჩატარება, ინტერვიუები რესპოდენტებთან;
  • შეაჯერებს თავისსა და რესპოდენტების აზრებს, გამოიტანს სამართლიან დასკვნებს;
  • გაეცნობა თითოეული ძეგლის ისტორიას,იმ პიროვნების მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტურ მასალებს და შეძლებს სამართლიანი დასკვნა გააკეთოს, დამსახურებულად დაუდგეს ძეგლი თუ არა პიროვნებას, ეკუთვნოდა ეს სიცოცხლეში, თუ შემდეგ;
  • არის თუ არა ფასეულობათა გადაფასება საჭირო;
  • განსაზღვრავს თუ რა ტიპის გამოკვლევების ჩატარებას აპირებს;
  • ადგენს სამუშაო ბიბლიოგრაფიას მასწავლებლის დახმარებით;
  • მოსწავლე ბიბლიოთეკებში, მუზეუმის ფონდში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის მასალა კვლევისათვის;
  • კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე,მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
  • კვლევის შედეგებს სისტემატიურად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს;

პროექტის ხელმძღვანელი:  მ. მაისურაძე;


ხელმძღვანელის ელფოსტა: maisuradzemanana15@gmail.com. 

* * *

პროექტის სახელწოდება:  უკვდავებას ზიარებულნი

პროექტის იდეა:  ნაღვაწი დაფასდება, სახელი იბრწყინებს.

პროექტის აქტუალობა:  პატრიოტიზმის გაღვივება, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

პროექტის მიზნები:

1. გავეცნოთ რაიონის გმირებს, მათ საგმირო საქმიანობებს.

2. შევისწავლოთ ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას მოღვაწეობის ისტორია.     
              
 3.შევქმნათ მონაცემთა ბაზა, არქივი.

 4.სათანადოდ შევაფასოთ, დავაფასოთ მათი ნაღვაწი.

მოსწავლეთა ასაკი: 12-15 წ.

ვადები: 10-15 დღე


 მოსალოდნელი შედეგები: ინტერესის გაღვივება საგნის მიმართ. კვლევის სწორი, სამართლიანი ინტერპრეტირების განვითარება.
სხვათა ნაღვაწის სათანადოდ დაფასება.

საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი,საარქივო ფონდი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:

1.თემის შერჩევა,კითხვების ჩამოყალიბება.

2. საპროექტო ჯგუფის შექმნა.

3.სამუშაო გეგმის შედგენა.

4. ლიდერის არჩევა.

 5. მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული პრეზენტაცია.

 6. პროექტის შეფასება.

საგნებთან ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი-

სამოქალაქო განათლება.

მოსწავლეებს შეუძლიათ მასალების მოპოვება, საარქივო ფონდში მუშაობა, ინტერვიუების აღება, გამოკითხვის ჩატარება,დაკონტაქტება გმირების ახლობლებთან, ფოტოების მოძიება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         შეძლებს მოიპოვოს მისთვის ღირებული მასალა.
·         შეძლებს მასალათა დახარისხებას.
·         ადგენს სამუშაო ბიბლიოგრაფიას მასწავლებლის დახმარებით.
·         მოპოვებული მასალების შეჯერებას.
·         ადგენს ალბომს.
·         კვლევის შედეგებს სისტემატიურად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის მიერ მოცემულ რჩევებსა და შენიშვნებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. მაისურაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maisuradzemanana15@gmail.com



* * *



პროექტის სახელწოდება -,,ვიცნობდეთ ჩვენს სოფელს“

პროექტის მთავარი იდეა: პასუხი გაეცემა შეკითხვას, რისთვის არის საჭირო სოფლის ისტორიის ცოდნა.

აქტუალობა: ისტორიული კვლევის, პატრიოტიზმის გაღვივება.

პროექტის მიზანი:

1. მოგზაურობა სოფლის ისტორიაში
2. მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა ელექტრონული  პრეზენტაციის.

მოსწავლეთა ასაკი: 11-12წ.

ვადები:  15 დღე

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ისტორიის მიმართ, კვლევის სწორი ინტერპრეტირების განვითარება.

რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი,სკოლის, სოფლის, ბიბლიოთეკები, ფურცლები, სურათების გადასაღები საშუალებები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა1. თემის შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება

აქტივობა2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება

აქტივიბა3. სამუშაო გეგმის შეჯერება-შედგენა

აქტივობა4. ლიდერის არჩევა

აქტივობა5. მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა ელექტრონული პრეზენტაციის

აქტივობა6. პროექტის შეფასება

საგნებთან ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი: (ისტორია, ქართული ენა)

მოსწავლეებს შეუძლიათ მასალების მოპოვება,მოძიება პრესაში არსებულის, სასკოლო, სასოფლო ბიბლიოთეკებში, ინტერვიუების აღება, გამოკითხვის ჩატარება

შეგეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს
·        ომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ზოგადი ხასიათის სტატიებს (მაგ.სოფლის განვითარების პერსპექტიული გეგმა)
·        განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევების ჩატარებას აპირებს.დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს,თუ მას დასჭირდება,როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება
·        ადგენს სამუშაო ბიბლიოგრაფიას მასწავლებლის დახმარებით
·        მოსწავლე ბიბლიოთეკებშ კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და განსაზღვრავს, გამოადგება, თუ არა ესა თუ ის წიგნი, ან სტატია მომავალი კვლევისათვის
·        კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს ,ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს.
·        მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური, ინტერნეტრესურსის,ლიტერატურული წყაროების საშუალებით(ფოტოები,ნაგებობები)
·        კვლევის შედეგებს სისტემატიურად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის რჩევებს, შენიშვნებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. მაისურაძე


ხელმძღვანელის ელფოსტა: 
maisuradzemanana15@gmail.com  



* * * 
პროექტის სახელწოდება: ,,გინდა იყო ჯანმრთელი’’?

პროექტის მთავარი თემა: პასუხის გაცემა-რა დაავადებები შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს მოწევამ?

პროექტის აქტუალობა: დავარწმუნო მოსწავლეები იმაში, რომ სიგარეტი მსოფლიოში ყველაზე დიდი ,, ქილერია“.

პროექტის მიზნები: 
1. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება სკოლაში.

2.გაცნობიერება იმისა, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მავნე ჩვევებს ჯანმრთელობისათვის.

3.რაოდენ ამცირებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება სხვადასხვა დაავადებების რისკს.

მოსწავლეთა ასაკი: 14-15წ.

ვადების ხანგრძლივობა: 5-10 დღე.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები დარწმუნდებიან იმაში, რომ ჯანმრთელობა ეს არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა.სოციალურად და ეკონომიკურად პროდუქტიული ცხოვრებისუნარიანობა.
მომავალში თავად ისინი გასწევენ ამ მხრივ აგიტაცია-პროპაგანდას უმცროსი ასაკის ბავშვებში.

საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფურცლები,პლაკატები.

პროექტის მსვლელობა:

1.თემის შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება.

2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.

3.სამუშაო გეგმის შედგენა.

4.ლიდერის არჩევა .

5.მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოფენა ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.



6. პროექტის შეფასება.


პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა


ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

საგნებთან ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი-ისტორია.
მოსწავლეებს შეუძლიათ მასალების მოპოვება, მოძიება, დიაგრამების შედგენა (წლების, ასაკის მიხედვით...), გამოკითხვის ჩატარება, ინტერვიუების აღება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         შესძლებს მოიპოვოს სათანადო მასალები და დაახარისხოს ისინი (მაგ.თამბაქოს შემადგენლობა, მისი მავნე ზეგავლენა ცალკეულ ორგანოებზე ).
·         გაარკვევს როგორ ხდება ნიკოტინზე თანდათან დამოკიდებულება.
·         როგორ დამოკიდებულებაშია მწეველი გარემოსთან.
·         რა არის პასიური მოწევა.
·         გამონახავს გზებს, თუ როგორ დაანებოს სიგარეტის მწეველმა მოწევას თავი.
·         შესძლებს თვალსაჩინო პლაკატების, დიაგრამების დამზადებას.
·         გაუწევს აქტიურ პროპაგანდას ჯანსაღი ცხოვრების წესს.
·         მასწავლებლის დახმარებით ბიბლიოთეკებში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და დაახარისხებს მათ კვლევის თვალსაზრისით სისტემატიურად აცნობებს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. მაისურაძე

ხელმძღვანელის ელფოსტა: maisuradzemanana15@gmail.com                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

No comments:

Post a Comment